მთავარი


თამარის დარბაზში აჟღერებული ქართული და რუსული ფოლკლორი

საქართველოს სტუმრობდა რუს მგალობელთა გუნდი "ვესნიანკა" ქალაქ მოსკოვიდან (ხელმძღვანელი და დირიჟორი რუსეთის დამსახურებული არტისტი ლუბა ალდაკოვა). მათ მოინახულეს ქართული ძეგლები, ღირსშესანიშნავი ადგილები, გაეცნენ ქართული კულტურის ნიმუშებს. სტუმრებმა გამოთქვეს ერთ-ერთ ქართულ ფოლკლორულ ანსამბლთან შეხვედრის სურვილი. ამისათვის შერჩეულ იქნა გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ფოლკლორული ანსამბლი „ონავრები“ ქალბატონ თამარ ნუსხელიძის ხელმძღვანელობით და შეხვედრა გაიმართა უფლისციხის ნაქალაქარში.
ჩვენი „ონავრები“ შესანიშნავად წარდგნენ ვიზიტორთა წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით; წმინდა თამარ მეფის დარბაზში გაჟღერებულმა ჰანგებმა კლდეში ნაკვეთი ქალაქის დამთვალიერებელთა და უცხოელ ტურისტთა ყურადღბა მიიპყრო და დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. რუსი მგალობლები ფრიად მოხიბლულნი დარჩნენ მასპინძელთა შემოქმედებით და არანაკლებ საინტერესო მუსიკალური ნომრები შემოგვთავაზეს. აღსანიშნავია რომ სიმღერა დაიწყეს ქართული საგალობლებით: „ოცდახუთსა დეკემბერსა“ და „ალილო“, შემდეგ კი საკუთარი ნაციონალური ჰანგებიც მოგვასმენინეს. შეხვედრის ბოლოს „ონავრები“ ჟოსტოვოსა და ხოხლომის ულამაზესი ფერწერით გამშვენებული კვერცხებითა და სხვა სიმბოლური საჩუქრებით გაახარეს...




თელავის ფესტივალი "შენ ხარ ვენახი"ანსამბლი "ონავრები" დაჯილდოვდნენ სიგელით საუკეთესო შესრულებისათვის სიმღერას ასრულებს მე-5 კლასის მოსწავლე გვანცა მაისურაძე


ურეკი "შავი ზღვის სანაპირო"ფესტივალის ნომინანტები














No comments:

Post a Comment